არჩილ გორდულაძე: როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის და ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მთავრობის მეთაურს სჩვევია ირაკლი კობახიძემ ყველა იმ საკითხზე გაამახვილად ყურადღება, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის
როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის და ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მთავრობის მეთაურს სჩვევია ირაკლი კობახიძემ ყველა იმ საკითხზე გაამახვილად ყურადღება, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდილაძემ პრემიერ-მინისტრის გაერტოს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, პრემიერმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველომ უნდა შეძლოს და ისეთი ქვეყანა შეძლოს, სადაც ყველას თანასწორუფლებიანად შეეძლება თანაცხოვრება.
„ეს არის ეკონომიკური ზრდის პირდაპირ გადასვლა თითოეული ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ამავდროულად მშვიდობის აუცილებლობაზე, რომელიც არის ყველანაირი წინსვლის საფუძველი და ამავდროულად, რომ არ აქვს ალტერნატივა არც დიალოგს. კვლავ დაფიქსირდა და გაჟღერდა ჩვენი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და ისეთი ქვეყანა შევქმნათ, სადაც თანასწორუფლებიანად შეეძლება ყველას თანაცხოვრება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძე.