სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ზელენსკი სეულისთვის ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გათქმაში დაადანაშაულა - ადამიანს, რომელიც საკუთარი მცირე სარგებლისთვის სხვის სიცოცხლეს, ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას აზიანებს, მკვლელს ან მოღალატეს უწოდებენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა.

საუბარია საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაასაჯაროვა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე გადასცა.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აღნიშნული შეთანხმება საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე იყო საიდუმლო და მისი გათქმა არ შეიძლებოდა.

„ადამიანს, რომელიც საკუთარი მცირე სარგებლისთვის სხვის სიცოცხლეს, ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას აზიანებს, მკვლელს ან მოღალატეს უწოდებენ. ამიტომ არასწორია გონივრული და კანონიერი გადაწყვეტილების, საკითხის კონფიდენციალურად დატოვების, გაკრიტიკება“, - დაწერა ლი ჩჟე მენმა.

მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინულმა მხარემ კონფიდენციალურობა დაარღვია.

„არ ვიცი, რა გარემოებები ჰქონდა უკრაინულ მხარეს, როდესაც კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია და ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა. მთელი გულით ვისურვებ, რომ არაადამიანური ომები, რომლებიც უამრავი ადამიანის დაღუპვასა და დაჭრას და ყველაფრის განადგურებას იწვევს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - დასძინა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.