ბელარუსის მხარის ინიციატივით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბელარუსის მხარის ინიციატივით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.