ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
„შეხვედრისას ასევე ისაუბრეს დაგეგმილ ვიზიტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.