„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის შედეგებს რეგიონებში აჯამებს

„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის შედეგებს რეგიონებში აჯამებს

„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის შედეგებს რეგიონებში აჯამებს. კომერციული დირექტორი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გასული სარწყავი სეზონის შედეგები განიხილეს და სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესში საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მორწყვის თანამედროვე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა.