რუსთავში ქალაქის გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში ქალაქის გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის - ,,მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში, სხვადასხვა სახეობის 2 ათასი ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

რამდენიმე დღეში განახლდება ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების სამუშაოებიც. ახალი მწვანე სივრცეების შექმნა დაგეგმილია რუსთავის ცენტრალურ და შიდა უბნებშიც.