ზვიად შალამბერიძე: ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაც სწორედ ამაზე მეტყველებს

ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად ეს ნაბიჯიც სწორედ ამაზე მეტყველებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეას, როდესაც ყველა ქვეყანა უნდა ყოფილიყო თანასწორი და თანასწორუფლებიანობის მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

„ახლა ჩვენ ვდგებით ისეთი ფაქტის წინაშე, რომ სხვა ქვეყნის მაგივრად, რომელიღაც დიდი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს დადებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების გაუქმებას გულისხმობს.