ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები
პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს წერას ზუსტად იმავე სტილში.
„ამ შემთხვევაში უკვე საუბრობს მიღწეულ წარმატებებზე, რაც ქვეყანამ მართლაც განიცადა, თუმცა ძალიან გულდასაწყვეტია, რომ იგი იმ ჭრილში საუბრობს, თითქოს მისი გაკეთებულია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი გაკეთებულია გუნდის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ბატონმა ღარიბაშვილმაც რა თქმა უნდა თავისი წვლილი შეიტანა, თუმცა მთელ გუნდს აქვს წვლილი შეტანილი და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.