გიორგი კახიანი: მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა

გიორგი კახიანი: მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა

მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

კახიანის თქმით, მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

„ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. ეს ცვლილებაც, ამ კონტექსტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას იმაზე, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა მან.

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია