ზურაბ სიჭინავა: მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.

როგორც ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს უდრო დიდი ტვირთნაკადები და მოემსახუროს იმ კლასის გემებს, რომელთა მიღება დღეს საქართველოში მოქმედ სხვა პორტებს არ შეუძლია.

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ვითარდება ე.წ. ლენდლორდის მოდელის პრინციპით, სადაც სახელმწიფო ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ხმელეთის ტერმინალებს ავითარებენ სხვადასხვა კომპანიები და ინვესტორები. პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2029 წლის ბოლოს, რომლის ოპერირებაში შესვლის შემდეგ ანაკლიის პორტი შეძლებს საკონტეინერო ნაწილში მოემსახუროს 600 ათას TEU-ს, ხოლო მშრალი და ნაყარი ტვირთების ნაწილში 8-დან 10 მილიონამდე ტონა ტვირთს“, - აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.