ალექსანდრე რაქვიაშვილი IRI-ს კვლევაზე: ყველა იმ პარტიამ, ვინც ბოიკოტობანა ითამაშა, რეიტინგი დაკარგა და ან სრულად გაქრა-კვლევის შედეგები, რაც გავრცელდა, ალოკაციის გარეშეა და რაც უფრო მეტია ნედლი შედეგი, მით მეტი იქნება ზრდა, ამიტომ ოცნებას 50+ მეტი რეიგინგი გამოსდის
“თავისუფალი ხალხის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გავრცელებულ IRI-კვლევას ეხმიანება.
მისი აზრით, “ყველა იმ პარტიამ, ვინც ბოიკოტობანა ითამაშა, რეიტინგი დაკარგა და ან სრულად გაქრა, ან ახლოსაა ამასთან.”
მისივე თქმით, კვლევის შედეგები, რაც გავრცელდა, ალოკაციის გარეშეა და ამის გამო რეალური რეიტინგები ყველა პარტიის შემთხვევაში ცოტა მეტი იქნება, და რაც უფრო მეტია ნედლი შედეგი, მით მეტი იქნება ეს ზრდა.
“IRI-ს კვლევის რამდენიმე შედეგი:
- ყველა იმ პარტიამ, ვინც ბოიკოტობანა ითამაშა, რეიტინგი დაკარგა და ან სრულად გაქრა, ან ახლოსაა ამასთან;
- გამონაკლისი მხოლოდ ნაცები არიან, რომლების რეიტინგი ცოტათი, მაგრამ მაინც გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, გვარამიას გაქრობის შედეგია;
- ჩვენი და ქოცების რეიტინგი, ფაქტობრივად იგივეა, რაც წინა წელს, ანუ ქოცებმა ამ ღარიბაშვილის ამბავზე ჯერ დიდად არაფერი დაკარგეს, ჩვენ კიდევ ჯერ ვერ მოვიზიდეთ ის იმედგაცრუებული ამომრჩეველი, ვინც 4-5-9-25 რომ შეცდომა იყო, მიხვდა, მაგრამ სხვა პარტიებს ჯერ მხარს არ უჭერს.
- და არ შემიძლია არ აღვნიშნო იმ ცალკეული ჟურნალისტებისა და მედიების სიშტერე, რომლებმაც ისიც კი ვერ გაარკვიეს, ვინ და როდის გაავრცელა ეს კვლევა. თუმცა ზოგჯერ რომ პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტებმა პოლიტიკაზე არაფერი იციან, ერთ-ერთი მიზეზია ოპოზიციის პრობლემების, რომელიც ამ კველვამ კარგად აჩვენა.
p.s. კვლევის შედეგები, რაც გავრცელდა, ალოკაციის გარეშეა და ამის გამო რეალური რეიტინგები ყველა პარტიის შემთხვევაში ცოტა მეტი იქნება, და რაც უფრო მეტია ნედლი შედეგი, მით მეტი იქნება ეს ზრდა. ამიტომ ოცნებას 50+ მეტი რეიგინგი გამოსდის, ნაცებსაც 2-3% უნდა დავუმატოთ და ჩვენს სადღაც 1-1.5%.”- წერს რაქვიაშვილი.