ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის ეკლესია დატყვევებულია, თუმცა ეკლესია არ არის კათოლიკოსი ან ეპისკოპოსები, არამედ მორწმუნე ხალხია, რომელიც ეკლესიის მმართველობიდან არის მოწყვეტილი

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის ეკლესია დატყვევებულია, თუმცა ეკლესია არ არის კათოლიკოსი ან ეპისკოპოსები, არამედ მორწმუნე ხალხია, რომელიც ეკლესიის მმართველობიდან არის მოწყვეტილი

სომხეთის ეკლესია დატყვევებულია, თუმცა ეკლესია არ არის კათოლიკოსი ან ეპისკოპოსები, არამედ მორწმუნე ხალხია, რომელიც ეკლესიის მმართველობიდან არის მოწყვეტილი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც განიხილავს წამოჭრილ საკითხს ეპისკოპოსების გავლენის აგენტებად ქცევის შესახებ.

გარდა ამისა, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლებიც აღკვეთს ეკლესიის შეპყრობას, რათა სამწყსოს შეეძლოს სრულად მიიღოს მონაწილეობა ეკლესიის მმართველობაში.

„გადაწყვეტილებას იღებს არა კტრიჩ ნერსისიანი (ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის საერო სახელი), არამედ სამწყსო. ვინ იქნება მღვდელი – არა კგბ-ს აგენტების მეშვეობით. და ამ გადაწყვეტილებებს, სხვა საკითხებთან ერთად, კონსტიტუციაზე დაყრდნობით მივიღებთ. ურთიერთობებს კანონი არეგულირებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.