რატი იონათამიშვილი – რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა გზით წავიდოდა, ეს იქნებოდა ომის, განადგურების გზა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ სუვერენიტეტი გაძლიერდა

რატი იონათამიშვილი – რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა გზით წავიდოდა, ეს იქნებოდა ომის, განადგურების გზა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ სუვერენიტეტი გაძლიერდა

14 წლის შემდეგ, საქართველოსთვის პირველი ოქტომბრის ისტორიული მასშტაბი კიდევ უფრო ნათლად ჩანს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მაშინ ისტორიული პასუხისმგებლობა აიღო და ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა გზით წავიდოდა. ეს იქნებოდა ომის, ურთიერთდაპირისპირებისა და განადგურების გზა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, პირველი ოქტომბრის მთავარი მონაპოვარია ქვეყნისთვის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაბრუნება.

„ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდა უცხო ძალების სამსახურში მყოფი დაჯგუფებისგან, რომელიც ქვეყანას მართავდა. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები პოლიტიკური პარტიები კი არ არიან, მათ შორის გახარიებიც, არამედ არიან პროექტები, მარიონეტები სხვათა ხელში, სწორედ აგენტურული ჯგუფების ანასხლეტები არიან. ისინი, პირველ რიგში, ვერ იტანენ იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ 14 წლის თავზე არა თუ შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო მყარად გააძლიერა საკუთარი სუვერენიტეტი. მათ მოუწევთ დანებება და კაპიტულაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინაშე. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მართავდნენ აგენტურული ჯგუფები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებდათ, რა იყო ჩვენი ხალხის ინტერესები. ისინი ყველაზე ბინძურ და ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს ასრულებდნენ. ჩვენი ქვეყნის შიგნით არანაირი დემოკრატიული სტანდარტი არ არსებობდა. ეს სახელმწიფო დონეზე აყვანილი რეკეტი იყო, მთლიანად იყო შერყეული პირადი საკუთრების უფლება, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მთლიანად მედიაც იყო მიტაცებული და ჩახშობილი. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ გაძლიერდა ქვეყნის სუვერენიტეტი, რასაც მეტი უსაფრთხოება მოჰყვა საზოგადოებაშიც და ქვეყანაშიც. საქართველო ლიდერია მკვეთრად ზრდადი ეკონომიკის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი სწორედ მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვამ მოიტანა. რა თქმა უნდა, ამ ღირებულებების სამსახურში ყოფნას მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.