DW: რუსეთი სომხეთს 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

DW: რუსეთი სომხეთს 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდების სრული შეწყვეტით ემუქრება, თუ ერევანი ოთხ პოლიტიკურ მოთხოვნას არ შეასრულებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეის მდგომარეობით სომხეთისთვის გაზის მიწოდება გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დროებით შეჩერებულია. ამჟამად სომხეთი მოთხოვნას გაზსაცავებში არსებული მარაგების წყალობით იკმაყოფილებს.

წყაროების თანახმად, 1 ნოემბერს შესაძლოა „დიდი“ ავარია მოხდეს ან ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნას, რის გამოც გაზის მიწოდება ვერ აღდგება.

როგორც რამდენიმე წყარო ჰყვება, მოსკოვი მზადაა აღნიშნულ სცენარზე უარი თქვას, თუ ერევანი გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შესახებ საუბრებს შეწყვეტს და სომხეთში არსებული რუსული კომპანიების წინააღმდეგ მოქმედებას შეაჩერებს. ასეთ კომპანიებად დასახელებულია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ და „გაზპრომი“.

მოსკოვის კიდევ ერთ მოთხოვნას ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. სომხეთმა უნდა გააუქმოს კანონი ევროინტეგრაციის შესახებ ან აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების დღე დანიშნოს.

გარდა ამისა, როგორც Deutsche Welle წერს, მოსკოვი ითხოვს, რომ სომხეთმა პრორუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს და დანიშნოს ვიცე-პრემიერი, რომელიც კრემლისთვის მისაღები იქნება.