უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტის მუშაობაში კვლავ ხარვეზები დაფიქსირდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა თანამგზავრული ინტერნეტის Starlink-ის მუშაობაში კვლავ შეფერხებები დააფიქსირეს.
როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, შეფერხებები ფიქსირდება Starlink-ის Starshield-ის კავშრის მუშაობაში, რომელსად სამხედროები რუსულ დრონებთან სარძოლველად იყენებენ.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრის ევგენ ჰმარასა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატის მოხსენებები მოვისმინე.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინის ტერიტორიაზე Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებენ, როგორც ფრონტის მთელ ხაზზე, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, Starshield-ის სიჩქარე სისტემურად არის შეზღუდული და საათში 161 კილომეტრს (100 მილს) არ აღემატება.
უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ ვითარების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზები კი არა, სიჩქარის სისტემური შეზღუდვაა“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, Starshield-ის მუშაობის შენელება, პირველ რიგში, რუსული რეაქტიული დრონების გადაჭერის მნიშვნელოვან გართულებას ნიშნავს.
„სამწუხაროდ, უკვე არის შემთხვევები, როდესაც დრონებმა სამიზნეებს მიაღწიეს, რადგან მათი ჩამოგდებისთვის განკუთვნილი საშუალებები საკმარის სიჩქარეს ვერ ავითარებენ და დროულად ვერ ახერხებენ მათ გადაჭერას.
სამწუხაროდ, ეს რუსებს ეხმარება, უფრო მეტი უკრაინელი მოკლან და უკრაინის ტერიტორიაზე უფრო მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელონ. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევას ამერიკულ მხარესთან ერთად ვცდილობთ“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ Starshield-ის მუშაობაში ხარვეზი ოქტომბერშიც დაფიქსირდა. მაშინ პრობლემის მოგვარება მოხერხდა.



