„ფაინენშელ თაიმსი“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ 10 ოქტომბერს ირანზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა დონალდ ტრამპმა შეაჩერა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 10 ოქტომბერს ირანზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა დონალდ ტრამპმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმავდა დარტყმების განხორციელებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამთავრობო უწყებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროსადგურებზე.
„ფაინენშელ თაიმსის“ თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ დაეწყო კონფლიქტი 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე.
წყაროების თქმით, დარტყმები უფრო ინტენსიური იქნებოდა, ვიდრე ის დარტყმები, რომლებიც აშშ-მა და ისრაელმა თებერვალში განახორციელეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისრაელმა მოამზადა სამიზნეების ახალი ნუსხა, რომელიც მოიცავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც, მათ შორის ისეთებს, რომლებზეც წარსულში იერიში არ მიუტანიათ.