მაია ორჯონიკიძე: რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩვენ ისეთი შეიარაღებულები ვიქნებოდით, თავდასხმას აზრი არ ექნებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძერ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, თავდასხმას აზრი არ ექნებოდა, საქართველო ისეთი შეიარაღებული იქნებოდა. ამის შესახებ მან გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" ისაუბრა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასთან ომში ჩაბმული რუსეთის ფონზე, საქართველო თუ იმ ტემპით განაგრძობდა... საკუთარი შეიარაღების წარმოება რომ დაეწყო, დელტა რომ შეექმნა. სად იყო დრონებზე ლაპარაკი, სააკაშვილი 2007 წელს ლაპარაკობდა, თუ არ ვცდები, დრონებზე. ანუ, ჩვენ ისეთი შეიარაღებულები ვიქნებოდით, რომ უბრალოდ თავდასხმას აზრი არ ექნებოდა. უკრაინას აუცილებლად დაუდგებოდა გვერდში, რა ფორმით დაუდგებოდა არ ვიცი“,-განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.



