საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: დაწყებულია სალოკომოტივო პარკის განახლების პროცესი, რკინიგზის თბომავლების პარკს 10 ახალი სამანევრო თბომავალი დაემატება

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: დაწყებულია სალოკომოტივო პარკის განახლების პროცესი, რკინიგზის თბომავლების პარკს 10 ახალი სამანევრო თბომავალი დაემატება

დაწყებულია სალოკომოტივო პარკის განახლების პროცესი - ახალი თბომავლების შესყიდვით კომპანია გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, ასევე გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

მისი თქმით, ახალი თბომავლები, რომლებიც თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი, ენერგოეფექტიანია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

„ახალი სამანევრო თბომავლების საშუალებით უკეთესად შევძლებთ ტვირთების მომსახურებას, ასევე გავაუმჯობესებთ სადგურებზე მიმდინარე ოპერაციებს. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად სრულად გავაჯანსაღოთ საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკი“, - განმარტავს ლაშა აბაშიძე.