პრემიერი ოპოზიციაზე: ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება

პრემიერი ოპოზიციაზე: ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება

შიდა დაპირისპირება რადიკალურ ოპოზიციაში არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არისსაინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, მათი ერთადერთი ინტერესია - რას იტყვიან ქვეყნის გარედან.

„ისინი სულიყურებიან გარეთ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რას ფიქრობს საზოგადოება, ერთადერთი აინტერესებთ, რას იტყვიან ქვეყნის გარედან. რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულისარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება, ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა.

ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. თუმცა აქ არ არის მთავარი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.