ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად: ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაითვალისწინა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის წინადადება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევების ჩამონათვალს, რომლის დროსაც დეკრეტული შვებულება დაყადაღებას არ ექვემდებარება, ემატება ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.