ლევან მაჭავარიანი: გახარიას პარტიაში თუ თქვეს, რომ სარჩელით პარტიებს მხოლოდ საბოტაჟს ვედავებით, სავარაუდოდ მათ ეს სარჩელი არ აქვთ წაკითხული, რადგან ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი

ლევან მაჭავარიანი:  გახარიას პარტიაში თუ თქვეს, რომ სარჩელით პარტიებს მხოლოდ საბოტაჟს ვედავებით, სავარაუდოდ მათ ეს სარჩელი არ აქვთ წაკითხული, რადგან ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი

სამართლებრივი საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. გახარიას პარტიაში თუ თქვეს, რომ პარტიებს სარჩელით მხოლოდ საბოტაჟს ვედავებით, სავარაუდოდ მათ სარჩელი არ აქვთ წაკითხული, რადგან ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ყველაფერს გაიზიარებს.

„რაც შეეხება გახარიას, ისინი მონაწილეობას არა მხოლოდ საბოტაჟში იღებდნენ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოადგენდნენ, რომლის ყველაზე კარგი მტკიცებულება არის ის კოალიციები და პარტნიორობა, რომელიც 2021 წლის არჩევნების შემდეგ ჰქონდათ შექმნილი. ისინი იმაზე თუ აპელირებენ, რომ პარლამენტში შემობრძანდნენ, დღემდე არ აღიარებენ საკონსტიტუციო ორგანოების ლეგიტიმაციას, პარლამენტის ლეგიტიმაციას და ამბობენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მხოლოდ ისინი არიან ლეგიტიმურები – რა თქმა უნდა, ეს აბსურდი სასამართლოსთვის არ გამოადგებათ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.