გიორგი მიქაუტაძემ „ლივერპულს“ გაუტანა, კვარაცხელია ტრავმირებულია

გიორგი მიქაუტაძემ „ლივერპულს“ გაუტანა, კვარაცხელია ტრავმირებულია

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. ამჯერად ქართველმა ფორვარდმა „ენფილდზე“ „ლივერპულის“ კარი აიღო. მიქაუტაძემ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, როდესაც მან ვირჯილ ვან დაიკის შეცდომით ისარგებლა და ალისონს გაუტანა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

პარალელურად, ტურნირზე შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ც ატარებდა, რომელიც „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. კვარაცხელიამ მოედანი 59-ე წუთზე, იძულებით, ტრავმის გამო დატოვა. პარიზელებმა მატჩი 4:2 მოიგეს.