მაკრონი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრას გამართავს

მაკრონი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრას გამართავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მარკონი სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებს შაბათამდე შეხვდება. შაბათს აქციის ორგანიზატორებს საფრანგეთში მორიგი დემონსტრაცია აქვთ დაგეგმილი.

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში „უცხოური ჩარევის აშკარა ნიშნები არ ყოფილა“, თუმცა, მისივე თქმით, არეულობის შემდეგ ინფორმაციის გავრცელების პროცესში „უცხოურ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი“.