სახალხო დამცველი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.
მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.