გია ბენაშვილი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

გია ბენაშვილი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია.

გია ბენაშვილი აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებს შეხვდა და თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში პარლამენტის როლზე ესაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სამაგისტრო პროგრამის მსმენელების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უკეთ გააზრებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას.

აკადემიის მსმენელებთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.