გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები რეალურ მხარდაჭერაში არ აისახება.
ანალიტიკოსის აზრით, როდესაც საქმე რეალურ მოქმედებასა და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე მიდგება, ირკვევა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც უჭირთ.
„ქუდზე კაცი“, „ათიათასობით ქომაგი“ და „ბრძოლა ბოლომდე“ — ნაცნობი ნარატივია, არა?
მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წყდება. უყურებ კადრებს და რეალობა სულ სხვაა: შენობასთან მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი დგას და გაოცებული იყურება აქეთ-იქით — „სად არის ჩვენი ზღვა ხალხი?“
საინტერესო ფენომენია: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ,“ - წერს აბაშიძე.