ფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს.
ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია და ევროპელი მოკავშირეები კვლავ მზად არიან რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ მომენტში.
„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ არა იმისთვის, რომ ომი გავახანგრძლივოთ. მაგრამ კაპიტულაცია ან უკრაინის უპირობო კაპიტულაცია გამორიცხულია. ეს ხომ ჩვენი ყველას კაპიტულაციას ნიშნავს“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები გერმანიისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
მერცმა მოსკოვი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დამყარებულ პოლიტიკურ წესრიგზე ფუნდამენტურ დარტყმაში“ დაადანაშაულა.
„მოცემულ მომენტში ჩემს დიდ შეშფოთებას წარმოადგენს არა ჩვენი ეკონომიკა ან აშშ-ის, ანდა ჩინეთის, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, - დასძინა მან.
კანცლერის განცხადებით, საუბარია დივერსიებზე, კავშირგაბმულობის სისტემებზე ჰიბრიდულ თავდასხმებზე და გერმანიის დესტაბილიზაციის მცდელობებზე.
მერცის თქმით, ასეთი თავდასხმები ყოველ დღე ხდება, ხოლო მათ მნიშვნელობას ქვეყანაში დღემდე სათანადოდ არ აფასებენ.