ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შესვენებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვა. გარდა ამისა, რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს რამდენჯერმე მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ, თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დეკანოიძე სხდომის დარბაზიდან გააძევა.

ასევე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ლელოს“ წარმომადგენლების შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების თაობაზე.

სხდომა 18:00 საათზე განახლდება.