პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა სამ საათამდე გაგრძელდა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, რომელიც თთქმის სამ საათს გაგრძელდა, დასრულებულია. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
პესკოვის განცხადებით, პუტინმა და უიტკოფმა, სხვა თემებთან ერთად, იმსჯელეს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრა ჩინეთში, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და დიზელის გარიგება.
ყურადღების მიღმა არ დარჩენილა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამერიკის მოქალაქის სტეფან ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ.