ვრცელდება ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. კანონიერ ქურდებს ელაპარაკებიან

ვრცელდება ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. კანონიერ ქურდებს ელაპარაკებიან

სოციალურ ქსელში ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ელაპარაკებიან ე.წ. კანონიერ ქურდებს. ამ მასალებით ირკვევა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ლაპარაკს ფეიქრიშვილები თავად იწერენ. უცნობია რისთვის სჭირდებოდათ „კანონიერ ქურდებთან“ კომუნიკაციის ჩაწერა ბრალდებულ ფეიქრიშვილებს.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და გამოძალვა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.