ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამუშაოები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა, დადაც 2027 წლისთვის დაგეგმილი პროექტები და ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფოთის მუნიციპალიტეტში მომავალ წელსაც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურებისრეაბილიტაცია.
„მნიშვნელოვანი მიმართულებაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, რაც მოიცავს სახურავებისა და ფასადების განახლებას, ლიფტების რეაბილიტაციას, შენობების გამაგრებასა და შიდა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას. ასევე გავაგრძელებთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.
ჩვენი მიზანია, ქალაქის თითოეული უბნის საჭიროებები კონკრეტულ პროექტებში აისახოს. თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამუშაოები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელპირობებს აუმჯობესებს“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.