გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს

გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს

ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ „ასავალ-დასავალისა“ და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო გარიგება დადო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ასავალ დასავალის“ წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ „ასავალ - დასავალის“ გავრცელებული ინფორმაცია არ იყო, უბრალოდ მედია-სკანდალი - ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი, რომელმაც დააზიანა დელიმიტაციის პროცესი და სახელმწიფო უწყებების მუშაობა. სწორედ ამიტომ წარედგინა დიტო ჩუბინიძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის - საქართველო საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს და აგენტების თავგასულობას ლაგამი ამოედება.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო (დომენტი) ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს.

ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ „ასავალ-დასავალისა“ და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო გარიგება დადო. რეალური აღქმის შესაქმნელად იქამდეც კი მივიდნენ, რომ ადამიანის გარდაცვალებაც კი საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს.

დღეს პროკურატურის გამოძიებამ წერტილი დაუსვა ამ აბსურდს:

საზღვრის დადგენის პროცესი მკაცრად რეგულირდება კანონით, საჭიროებს პარლამენტის რატიფიკაციას და ექსკლუზიურად სადელიმიტაციო კომისიის უფლებამოსილებაა, სადაც შეთანხმება მიღწეული არც არის. შესაბამისად, ყოველგვარი ბრალდება პრემიერ-მინისტრის მიერ ტერიტორიების გადაცემაზე სამართლებრივადაც და თეორიულადაც სრული სიცრუეა.

ეს არ ყოფილა უბრალოდ მედია-სკანდალი - ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი, რომელმაც დააზიანა დელიმიტაციის პროცესი და სახელმწიფო უწყებების მუშაობა. სწორედ ამიტომ წარედგინა დიტო (დომენტი) ჩუბინიძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით.

ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის გათვალისწინებით, საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს, თუმცა ფაქტი ერთია: ეს იყო დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. ბოლომდე უნდა გამოაშკარავდეს ამ კამპანიის უკან მდგომი ყველა პოლიტიკური თუ აგენტურული ძალა.

ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის - საქართველო საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს და აგენტების თავგასულობას ლაგამი ამოედება“, - წერს აბაშიძე.