ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ - დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დიტო ჩუბინიძის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გამოცემა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციურ გამოცემად ითვლებოდა, წლების შემდეგ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩაება.
მისივე შეფასებით, „ასავალ - დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
„გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, ითვლებოდა ოპოზიციურ გამოცემად, გავიდა წლები და გაზეთი თავისი შავბნელი წარმომადგენლებით ჩაება სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში. ამ ბინძურმა კამპანიამ სერიოზულად დააზიანა მოლაპარაკებები, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. დღეს დაკავებული „ასავალ-დასავალის“ თანამშრომელი დიტო ჩუბინიძე იდგა ამ ბინძური კამპანიის უკან. სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის ეპატიება მსგავსი დანაშაული“, - წერს ფოჩხუა.