ბელგიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია რომ ევროკომისია უკრაინის დასახმარებლად ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე დებატებს აღარ განაახლებს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი დარწმუნებულია რომ ევროკომისია უკრაინის დასახმარებლად ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე დებატებს აღარ განაახლებს.
როგორც პარლამენტში გამოსვლისას დე ვევერმა აღნიშნა, ბრიუსელი უკრაინის დაფინანსების პრობლემის მოსაგვარებლად რუსული თანხების მითვისების ან გამოყენების ახალ ინიციატივებს აღარ წამოაყენებს.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ სამიტზე მომავალი წლისთვის დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფა მოითხოვა, ბელგიის პრემიერის განცხადებით, რუსული ფულის გამოყენების იდეა საშიში და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.