კრემლი: რუსეთი, უკრაინა და აშშ სამმხრივ მოლაპარაკებებს ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში განაახლებენ

კრემლი: რუსეთი, უკრაინა და აშშ სამმხრივ მოლაპარაკებებს ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში განაახლებენ

რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის დელეგაციები სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში განაახლებენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა არ გამორიცხა აგრეთვე, რომ სამომავლოდ, მოლაპარაკებებში მონაწილეობა ევროპელებმაც მიიღონ.

„აპრიორი არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ მოლაპარაკებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში გაიმართება, სამმხრივ ფორმატში წარიმართება“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ბოლოს უკრაინა-რუსეთი-აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა.