მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში არსებული დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.