რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. 

რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები, პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გადიან.

ტრენინგის - ,,რთული სიტუაციების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია“ ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტის 300 მძღოლი და 50 კონტროლიორი გადამზადდება.

ტრენინგის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.

ტრენინგის თემებია პრაქტიკული უნარების განვითარება, რთული სიტუაციების მართვა, მუნიციპალურ ტრანსპორტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. 

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესული სიტუაციების მართვის მეთოდებს.

მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლების გადამზადება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

შშმ პირებთან ქცევის ეთიკის კურსი გავლილი აქვს 120 მძღოლს, რთული სიტუაციების მართვის ტრენინგი, კი 50 კონტროლიორს უკვე ჩაუტარდა. 

ტრენინგის მიზანია, მუნიციპალური სერვისების სატრანსპორტო მიმართულება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს რუსთაველებისთვის.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.