აკაკი ალადაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელზე: ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და რა თქმა უნდა ძალიან კარგი გააკეთა ბერამ, რომ მიმართა სასამართლოს. ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც ეწევიან ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები ყოველდღიურად, უნდა დაესვას წერტილი
ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და რა თქმა უნდა ძალიან კარგი გააკეთა ბერამ, რომ მიმართა სასამართლოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ბერა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციური არხების მხრიდან ივანიშვილის ოჯახის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას წერტილი უნდა დაესვას.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ ბერას და მისი ოჯახის მიმართ, როგორ მიზანმიმართულად ხორციელდება თავდასხმები, ცილისწამება, რომ შეულახონ მათ რეპუტაცია. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და რა თქმა უნდა ძალიან კარგი გააკეთა ბერამ, რომ მიმართა სასამართლოს. ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც ეწევიან ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები ყოველდღიურად, ამას უნდა დაესვას წერტილი. რადგან ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ერთადერთი გზა, რომ ამას დაესვას წერტილი არის რა თქმა უნდა სასამართლო“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.



