გიორგი შარაშიძე – გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, დაიცვას ვალდებულებები

გიორგი შარაშიძე – გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს, დაიცვას ვალდებულებები

გაფართოების პროცესის მონაწილე როცა არ ხარ, ეს პრობლემაა. თუ გინდა, ამ პროცესის ნაწილი იყო, კეთილი უნდა ინებო და დაიცვა ყველა მოთხოვნა, ვალდებულება, რაც თავად გაქვს აღებული იმ დროიდან, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღე, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარაშიძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის გაფართოების შეხვედრაზე, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის.

„ვინმე თუ პასუხისმგებელია, რომ საქართველო არ არის გაფართოების პროცესის ნაწილი, ეს თავად „ოცნებაა“. არავინ არაფრის იგნორირებას არ აკეთებს. ევროკავშირი საქართველოსგან ერთადერთ რამეს ითხოვს – ვალდებულებები დაიცვას, მათ შორის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.