როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +16 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ამბროლაურში უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზეა. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში უნალექო მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც მზეა დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +12 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო დღეა. დღისით +4, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.



