„ჯორჯიან კაპიტალ თრეველი“: ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა

„ჯორჯიან კაპიტალ თრეველი“: ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში World Travel Market 2026, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორის 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ტურისტული კომპანია „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენლის მარიამ ტიგინაშვილის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მარკეტინგული ღონისძიებები კერძო კომპანიას ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება.

„ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას ხელს უწყობს როგორც თბილისსა და ლონდონს შორის არსებული პირდაპირი რეისები, ისე ლონდონში გამოფენილი საქართველოს სარეკლამო ბანერები, რის შედეგადაც ქვეყნით მეტი ტურისტი ინტერესდება“, - აღნიშნა „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენელმა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.