იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ლანა მორგოშიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს. მთავარი თემა საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციაა.
ლანა მორგოშიამ ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიის მონაწილეებს საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო.



