საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა, პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა. შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა.

პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.