ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატიაზე: როდესაც ისინი მზად იქნებიან სერიოზული დისკუსიებისთვის და სერიოზული დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იქნება

ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატიაზე: როდესაც ისინი მზად იქნებიან სერიოზული დისკუსიებისთვის და სერიოზული დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იქნება

როდესაც ისინი მზად იქნებიან სერიოზული დისკუსიებისთვის და სერიოზული დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევრობიუროკრატიასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.

მახაშვილის თქმით, ეს არის სრულიად არასერიოზული დამოკიდებულება და მიდგომა ბრიუსელის მხრიდან.

„რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად არასერიოზული დამოკიდებულება და მიდგომა ბრიუსელის მხრიდან. რაც მთავარია, სრულიად გაუგებარი მიდგომა, ვინაიდან თუ ინტერესებს ეხება, ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო ინტერესს ევროკავშირის მხრიდან სავაჭრო დერეფანთან დაკავშირებით. იმის იქით, მათ შორის, დაბალ დონეზე მოწვევაც, მცდელობაა, რომ რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი უმწიფარი დამოკიდებულება და ასეთი არასერიოზული მიდგომა. სხვა მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აგრძელებენ ამ ტიპის რაღაც საბავშვო ბაღის თამაშებს მაშინ, როდესაც საქართველო ავითარებს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რკინიგზას, გზებს, პორტებს, აეროპორტებს. როდესაც ისინი მზად იქნებიან სერიოზული დისკუსიებისთვის და სერიოზული დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იქნება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.