ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის - „სტუმარ-მასპინძელი“ პრემიერა გამართა
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის — „სტუმარ-მასპინძელი“ პრემიერა გამართა. რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრი ვაჟა-ფშაველას პოემის ავტორისეული ტექსტის მუსიკალური ჟღერადობის შენარჩუნებასა და ნაწარმოების განსხვავებული მხატვრული ხედვით წარმოჩენას ემსახურება.
ზესტაფონის თეატრისთვის ქვეყნის მასშტაბით გასტროლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით შენობის რეაბილიტაციის პერიოდში.
თეატრი მიიჩნევს, რომ რეგიონულ და დედაქალაქის თეატრებს შორის თანამშრომლობა ქართული თეატრალური სივრცის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო მაყურებელთან შეხვედრა სხვადასხვა სცენიდან მისი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მისიის განუყოფელი ნაწილია.



