პუტინი: ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე პასუხი მეტად მტკივნეული იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმას რუსი სამხედროები „მეტად მტკივნეულ პასუხს გასცემენ“.
„ვთვლი, რომ ჩვენი საპასუხო მოქმედებები მეტად მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით გააკეთა“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, დღეს უკრაინამ დრონებით რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ყირიმის ხიდი, რომელსაც რუსეთისთვის როგორც სიმბოლური, ისე ლოგისტიკური მნიშვნელობა აქვს, უკრაინული ძალების მხრიდან არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.



