რატი იონათამიშვილი: დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. გვახსოვს, როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, ამის გამო გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია და არამარტო
რატი იონათამიშვილი Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარების ნაწილი ევროკომისიას ევროკავშირის ფულის ლობირებისთვის გამოყენების აკრძალვისკენ მოუწოდებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ევრობიუროკრატების მიერ ორმაგი სტანდარტის გამოყენებას უსვამს ხაზს.
„დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. გვახსოვს, როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, ამის გამო გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია და არამარტო. დღეს ისინი ფაქტობრივად აღიარებენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიების დასაცავად. მაგრამ პარალელურად ბოდიშს არ უხდიან საქართველოს იმ უსამართლო მიდგომების გამო, რასაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კადრულობდნენ და ამავდროულად აქეზებდნენ ძალადობას საქართველოში. შესაბამისად, ეს ორმაგი სტანდარტი დარჩება ისტორიას, როგორც სირცხვილი და ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია ვუთხრათ და ვასწავლოთ მათ, რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი“, - ამბობს იონათამიშვილი.
Politico-ს ცნობით, ანგარიშის პროექტის ავტორები ასევე ითხოვენ, გასაჯაროვდეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შესახებ, გამკაცრდეს ხარჯვის კონტროლი და დამრღვევებს მომავალში დაფინანსება შეეზღუდოთ.



