ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რათა მოქალაქეები დაანონსებულ აქციაზე მიიყვანოს
ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რათა მოქალაქეები, 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე მიიყვანოს. შესაბამისი პოსტები ლაშა ფარულავამ და ვანო წერეთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
„ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ უბედურებისგან, რაც ფონიჭალაში მოხდა! თბილისი ქალაქს დაემსგავსა, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებას მუდმივი შფოთვა და დაუცველობის განცდა ახლავს. ვეღარავინ გრძნობს თავს მშვიდად, რადგან წინასწარ ვერასოდეს იცი, სად და როდის შეიძლება მორიგი საფრთხე გაჩნდეს. დედაქალაქი თითქოს უხილავი ნაღმებით არის სავსე. იმედია, ამ შემთხვევას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყვება“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა.
„უნდა ვიყოთ ბევრნი და ხმამაღლა ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს ქვეყანა ჩვენი სახლია და სხვა მას ვერ დაალაგებს“, - წერს წერეთელი.



