აკაკი ალადაშვილი: ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, გმირს უწოდებს და გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს, ამბობს, ქრთამი აიღოო. ესაა მიხეილ სააკაშვილის ბუნება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ

მას ერთადერთი მიზანი აქვს, რაც ჰქონდა აქამდეც და რაც ახლაც აქვს, ეს არის ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

აკაკი ალადაშვილის თქმით, სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისს გმირს უწოდებს, გიორგი მამარდაშვილს კი ქრთამის აღებას აბრალებს.

„მას ერთადერთი მიზანი აქვს, რაც ჰქონდა აქამდეც და რაც ახლაც აქვს, ეს არის ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა. მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისს, ადამიანს, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და კინაღამ ცოცხლად დაწვა, გმირს უწოდებს, ხოლო გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს, ამბობს, ქრთამი აიღოო. ესაა მიხეილ სააკაშვილის ბუნება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა მან.