ფონიჭალაში მცხოვრები: ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“ ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“ ძალიან მალე მოვიდა სამაშველო. დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები
ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, მოვლენები სწრაფად განვითარდა და მისმა მეზობლებმა ბინების დატოვება ვერ მოასწრეს.
„ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“ ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“ ძალიან მალე მოვიდა სამაშველო, ყველა. უკვე მაშველებიც რომ შევიდნენ, დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები. ჩემი მეუღლეც იქ იყო - ვინმეს ვუშველოო - და გამოიყვანეს. ოთახები ჩამოვარდა და მაშინ დაიღუპნენ, ალბათ“, - აცხადებს გარდაცვლილების მეზობელი.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვლებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.



